სამართალი
შსს-მ ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალციხეში, სოფელ კლდესთან მომხდარ ავტოსაგზაო

შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 1985 წელს დაბადებული ო. მ. ბრალდებულის სახით დააკავეს.  დანაშაული 6-იდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

27 სექტემბერს ახალციხეში, სოფელ კლდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მიცუბიში პაჯეროს მძღოლმა ო. მ.-მ ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ღობეს.

პირველი შეჯახების შემდგომ დაეჯახა ქვეითად მოსიარულე გ. შ. – ს  და პირუტყვს. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გ.შ. გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ტარდება კომპლექსური ექსპერტიზები, რომლის შედეგების მიხედვით დადგინდება ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი და მძღოლი იმყოფებოდა თუ არა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

| Print |