განათლება
,,1+4 პროგრამის" მონაწილეებისთვის სტაჟირება იწყება
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი ელისო ლომიძე გაუძღვა.

შეხვედრა 1+4 ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით მოსარგებლე სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი. პროგრამის მიზანია ახალგაზრდების დასაქმება და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.

"1+4 საგანმანათლებლო პროგრამის" მონაწილეებს შეეძლებათ, სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებსა და სხვა საჯარო სამსახურებში ერთიდან ექვს თვემდე სტაჟირება გაიარონ.



,,პროექტი 2017 წლიდან ხორციელდება და ეს უკვე მეორე მიღებაა. ვფიქრობთ, ეს ეთნიკური უმცირესობისთვის საზოგადოებაში სრული ინტეგრირების საუკეთესო საშუალებაა“ – ამბობს ელისო ლომიძე, სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისათვის მსურველებმა განაცხადის ფორმა 22 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ. სტაჟირების პროგრამა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (1+4 პროგრამით) მოსარგებლე 500 სტუდენტზეა გათვლილი.




| Print |