განათლება
აუდიტის სამსახურმა სკოლაში მეათეკლასელის შესაძლო ჩაგვრის მოკვლევა დაიწყო
განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურმა, თანაკლასელებისა და მათი მშობლების მიერ, 15 წლის გოგონას შესაძლო დისკრიმინაციაზე, მოკვლევა დაიწყო.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთ სკოლაში, გოგონასადმი დამოკიდებულების შესახებ, "მე-9 არხის" სიუჟეტიდან შეიტყვეს, თუმცა მოკვლევა მხოლოდ გოგონას დედის განცხადების საფუძველზე დაიწყეს.

მეათეკლასელის დედა კი ამბობს, რომ სამინისტროში მას შემდეგ ჩავიდა, როცა ნახა, რომ საკითხს რეაგირება რეგიონში არც ერთი უწყებისგან არ მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად კლასელებისა და მშობლების ნაწილს სურდა, რომ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს სკოლა დაეტოვებინა. 

მოგვიანებით მოთხოვნა შეცვალეს და მათი შვილების უფლებების დაცვა მოითხოვეს.
| Print |