განათლება
ახალციხის ბიბლიოთეკებს წიგნები გადაეცათ
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებში წიგნადი ფონდი განახლდა.

ახალციხის მერიამ, "კულტურის დაწესებულებების გაერთიანება"-ში შემავალი ბიბლიოთეკებისათვის ათასამდე მხატვრული, კლასიკური და საბავშვო ლიტეტრატურა შეიძინა.

წიგნები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ ბიბლიოთეკების მენეჯერებს გადასცეს.



წიგნების შეძენა მკითხველის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა. ამ რაოდენობით წიგნადი ფონდი წლების განმავლობაში არ განახლებულა – წერია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



შეძენილი ლიტერატურა ყველა ასაკის მკითხველზეა გათვლილი. მის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 000-ს ლარამდე დაიხარჯა.
| Print |