განათლება
ახალციხეში ქალთა მიმართ ძალადობის კვირეული მიმდინარეობს
ოჯახში ძალადობა, მსხვერპლი და მოძალადე, ძალადობისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმები – ამ თემებზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მიერ მოწვეული სპიკერები საუბრობდნენ.

,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში საქართველოს ათ ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებებს მართავს.

26 ნოემრბიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ქსელის ოფისები სიმბოლურად ნარინჯისფრად მოირთვება, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კამპანიის ოფიცილური ფერია.

16 დღიანი კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძიერებაა.



შეხვედრაზე ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენის სტატისტიკაზეც ისაუბრეს, რომელიც ბოლო წლებში მზარდია.

ღონისძიებები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოფისებში გაიმართება. შეხვედრაზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

| Print |