განათლება
აწყურელმა მოსწავლემ ლიეტუვის საელჩოს კონკურსში გაიმარჯვა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე სოფიკო კურტანიძე კონკურსში გამარჯვებისთვის დააჯილდოვეს.

ლიტვის ელჩის გიედრიუს პუოჯუნასის ეგიდით, კონკურსის შედეგების გამოცხადების და სპეციალური დიპლომების გადაცემის ცერემონია ლიტვის საელჩოში დღეს, 30 ნოემბერს გაიმართა.

,,ეს პირველი მასშტაბური კონკურსი იყო, რომელშიც მონაწილეობა მივიღე. სრულიად შემთხვევით ვნახე სოცილურ ქსელში და ვიფიქრე მონაწილეობა მიმეღო. სკოლა ძალიან დამეხმარა ნამუშვერის გაგზავნაში. მართალია, გამარჯვებას არ ველოდი, მაგრამ ძალიან გამეხარდა“, - გვითხრა სოფო კურტანიძემ.

საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ერთობლივი კონკურსის თემა იყო „ლიეტუვის ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის“.

მოსწავლის ნამუშევარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს ეხება. თუ როგორ ეხმარება ლიეტუვა საკუთარი გამოცდილებით საქართველოს, რომ საქართველოს ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციას ხელი ევროპის ამ ქვეყანაში მოეწერა.

ნარკვევების კონკურსი ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს შეეძლოთ.
| Print |