განათლება
ბორჯომის საბავშვო ბაღებში სწავლა შეწყდა
ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არდადეგები დაიწყო. გადაწყვეტილება მერიამ მას შემდეგ მიიღო, რაც გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში სწავლის დაწყების თარიღმა გადაიწია.

სააღმზრდელო პროცესი ბორჯომის ბაღებში 21 იანვრიდან განახლდება.

მუნიციპალიტეტის 10 საბავშვო ბაღში 914 აღსაზრდელი სწავლობს. 9 იანვარს ბაღში მხოლოდ 37 ბავშვი მივიდა.

წყარო: ტელეკომპანია "ბორჯომი"
| Print |