განათლება
ოქროსა და ვერცხლის მედლების გადაცემა კვლავ გადაიდო
ახალციხეში 2017-2018 სასწავლო წლის სკოლადამთავრებული წარჩინებული მოსწავლეებისთვის მედლების გადაცემის თარიღმა ისევ გადაიწია.


მათ, ვინც სკოლა შარშან წარჩინებით დაასრულა, ოქროსა და ვერცხლის მედლები იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში გადაეცემათ.

,,სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან ვათანხმებთ, რომ ყველამ შეძლოს მედლების გადაცემის ღონისძიებაზე დასწრება“ - აღნიშნავს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, სულ 36 ოქროსა და 12 ვერცხლის მედალი გაიცემა.

მედლებით დაჯილდოვება განათლებისა და მეცნიერების სამინისტორს პროგრამის "წარჩინებულ მოსწავლეთა წახალისებისა" და ქვეპროგრამის "წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების" ფრაგლებში გაიმართა.
| Print |