განათლება
ახალციხის სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება
სასწავლო პროცესის განახლებამდე, ახალციხის საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სკოლებში ამბობენ, რომ საკლასო ოთახებსა და დერეფნებს სველი წესით ალაგებენ. ინვენტარი, მერხები და სკამები კი სპეციალური ხსნარით იწმინდება.

გრიპის ვირუსის გამო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სწავლის დაწყება ერთი კვირით გადადო, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის კი რეკომენდაციები გაავრცელა და მეორე სემესტრის დაწყებამდე სკოლებს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდა.
| Print |