განათლება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები საგნებს ელექტრონულად აირჩევენ
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეორე სემესტრის დაწყებისთანავე, სტუდენტებს სასურველი საგნების არჩევა ელექტრონულად შეეძლებათ. პროცესი სწავლის განახლებიდან ორ კვირაში უნდა დასრულდეს.

სასწავლო პროგრამაში საგნების ნაწილი სავალდებულო, ნაწილი კი არჩევითია.

,,დაწყებით ფაკულტეტზე სავალდებულო საგნები უფრო მეტია. მაგალითად, მეორე კურსის მეორე სემესტრში ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტები მსოფლიოს ან საქართველოს ისტორიის სპეციალური კურსებიდან ერთ-ერთს აირჩევენ“ - ამბობს სასწავლო დარგში რექტორის მოადგილე ნიკო ახალკაცი.

ჯგუფი იმ შემთხვევაში გაიხსნება, თუ ერთ საგანს 10-15 სტუდენტი აირჩევს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ საგნის შეცვლა მოუწევთ.

ელექტრონული სისიტემა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 წლიდან არსებობს. თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო, სტუდენტები ელექტრონულად საგნებს ვერ ირჩევდნენ.

,, საგნების სტუდენტების მიერ არჩევა აქამდეც ხდებოდა. მათთან განცხადების საფუძველზე ვათანხმებდით და სპეციალისტებს სისტემაში შეჰყავდათ.“, - ამბობს ნიკოლოზ ახალკაცი.

| Print |