განათლება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სტუდენტებს წითელას ვაქცინაციის ცნობის წარდგენა დაევალათ
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2 000-მდე სტუდენტს, ჩატარებულ აცრებზე ცნობის წარდგენა მოუწევს.
ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის წარდგენა 18 თებერვლამდე, სწავლის დაწყებამდეა სავალდებულო.

უნივერსიტეტში არ გამორიცხავენ, რომ მეორე სემესტრის დაწყებამ ცნობების შეგროვებამდე, ერთი კვირით გადაიწიოს.

სტუდენტები, რომლებსაც აცრა არ აქვთ გაკეთებული ან ვაქცინაციაზე უარს იტყვიან, ლექციებზე არ დაიშვებიან.

უნივერიტეტი საქართველოს მთავრობის განკარგულებით ხელმძღვანელობს, რომელიც წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს ეხება.

„როგორც კი მოვიპოვებთ ინფორმაციას, მივმართავთ ჯანდაცვის ორგანიზაციას, მოვიწვევთ უნივერსიტეტში მობილურ ჯგუფებს. ორგანიზებას გავაკეთებთ, რომ ვისაც არ აქვს აცრა გაკეთებული, ჩატარდება ვაქცინაცია შესაბამისი პროცედურის დაცვით. მთავრობის დადგენილება გვაძლევს ამის საშუალებას“, - ამბობს მაკა ბერიძე.

| Print |