განათლება
,,პედაგოგიური ინსტიტუტი არ უნდა დახურულიყო" – მიხეილ ბატიაშვილი
,,ვფიქრობ, პედაგოგიური ინსტიტუტის დახურვა ძალიან დიდი შეცდომა იყო" -

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

როგორც მიხეილ ბატიაშვილი განმარტავს, ინსტიტუცია, რომელიც ბევრ სახელოვან პედაგოგს აძლევდა განათლებას, არ უნდა დახურულიყო.

„დღეს როცა ვსაუბრობთ ამდენი პრობლემაა, იგივე კვალიფიკაცია, დახმარება სჭირდება ჩვენს პედაგოგებს, მითუმეტეს, ასეთი ინსტიტუტის გაუქმებით რა უნდა მიგვეღო? ეს იყო ინსტიტუცია, რომელიც მართლა ძალიან ბევრ სახელოვან პედაგოგს ამზადებდა. ეს იგივეა, ფეხბურთელებს სტადიონი აღარ მივცეთ და ფეხბურთის თამაში მოვთხოვოთ“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
| Print |