განათლება
უნივერსიტეტში სწავლა 25 თებერვალს განახლდება
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2 000-მდე სტუდენტს, ჩატარებულ აცრებზე ცნობის წარდგენა 25 თებერვლამდე მოუწევს.
სტუდენტები, რომლებსაც წითელას აცრა არ აქვთ გაკეთებული ან ვაქცინაციაზე უარს იტყვიან, ლექციებზე არ დაიშვებიან. მოგვიანებით კი, ადმინისტრაცია სტუდენტის სტატუსის შეჩერების საკითხზე იმსჯელებს.

შესაბამისად, წითელას ვირუსის გამო, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასწავლო პროცესი 18 თებერვალს აღარ განახლდება.

,,ორგანიზებას გავაკეთებთ, რომ ვისაც არ აქვს აცრა გაკეთებული, ჩატარდება ვაქცინაცია შესაბამისი პროცედურის დაცვით. მთავრობის დადგენილება გვაძლევს ამის საშუალებას“, - ამბობს მაკა ბერიძე.

სწავლის ერთი კვირით გადადების გამო ერთი კვირით გვიან, 7 ივნისს, დასრულდება მეორე სემესტრი.

ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცივს ცენტრის მონაცემებით, ახალციხეში წითელას შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

| Print |