განათლება
სამცხე-ჯავახეთში ოთხი სკოლის მშენებლობა იწყება
2019 წელს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ოთხი სკოლის მშენებლობა დაიწყება.

ახალი შენობა ექნება ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ბენარას და ღორთუბანს, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორას და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკას. აქედან ბენარის სკოლის მშენებლობაზე, მუნიციპალირი განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.

უწყებაში აცხადებენ, რომ პროექტები გარდამავალია და წელს დაწყებული სკოლების ნაწილის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.

2019 წელს, ქვეყნის 21 მუნიციპალიტეტში 29 ახალი საჯარო სკოლა აშენდება.
| Print |