განათლება
ფსიქოლოგის შეხვედრა მოზარდებთან
ფსიქოლოგის შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან და აბიტურიენტებთან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო – პიროვნული შესაძლებლობების რეალიზება, მართვა/განვითარება და პროფესიის არჩევა. გულიკო ბექაურმა ყურადღება თავისუფალ და იძულებით არჩევანზე გაამახვილა.

,,ხშირად ახალგაზრდები პროფესიის არჩევისას საზოგადოების ან მშობლების გავლენის ქვეშ ექცევიან ან უბრალოდ, მათი სოციო - ეკონომიკური მდგომარეობა აიძულებთ აირჩიონ ესა თუ ის პროფესია“ - ამბობს ფსიქოლოგი.

კვლევების თანახმად, მსგავსი სიტუაციები ხშირია და სტატისტიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ სწორედ ასეთი არჩევანი განაპირობებს უმუშევარი და არაპროფესიონალი კადრების არსებობას ქვეყანაში.

შეხვედრა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის ოფისის ორგანიზებით გაიმართა.


| Print |