განათლება
ახალციხესა და ვალეში ახალგაზრდული კლუბები გაიხსნა
სამცხე-ჯავახეთში 50-მდე ახალგაზრდა „ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბში“ გაერთიანდა. პირველი სამუშაო შეხვედრა რვა მარტს გამართეს. შვიდი თვის მანძილზე, კლუბი კოლეჯ „ოპიზარში“ კვირაში ერთხელ შეიკრიბება. მათთან ორი ლიდერი მოხალისეობრივად იმუშავებს.

სამცხე-ჯავახეთში ორი ასაკობრივი ჯგუფი შეიქმნა. 14-დან 18 წლამდე ვალეში, 18-დან 22-მდე კი ახალციხეში.

პროექტს „ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისთვის“ სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და GIZ მიერ დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანი, ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდაა.

ახალციხისა და ვალეს გარდა კლუბები გაიხსნა ზუგდიდში, ქუთაისში, თელავსა და ყარაჯალაში.

| Print |