განათლება
ბარბარე - რვა შვილის სტუდენტი დედა
მათე, ანა, ნინო, იოანე, ლუკა, მართა, მარიამი და მარკოზი და-ძმანი არიან. ბარბარე გალიბინსა და ბესო მელიქიძეს რვა შვილი ჰყავთ. უფროსი 10 წლისაა, უმცროსი კი - მარიამი და მარკოზი 10 თვის ტყუპები არიან.

ბარბარე და ბესო 23 წლის ასაკში დაქორწინდნენ. ერთმანეთი ახალქალაქში, ბარბარეს სტუდენტობისას გაიცნეს. დაოჯახება იყო ერთ-ერთი პირობა, რის გამოც უცხო ენის ფაკულტეტის სტუდენტმა სწავლა მეორე კურსზე მიატოვა. 13 წელია დიასახლისია. ათსულიან ოჯახში საოჯახო საქმეებს მარტო უმკლავდება. ამბობს, რომ ქალის ტვირთი არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც რთულია.



ბარბარე დამოუკიდებელია, თუმცა ამბობს, რომ ფინანსურად ქმარზეა დამოკიდებული. ამის შესაცვლელად ჯერ სწავლა და შემდეგ მუშაობაა საჭირო. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რვა შვილის დედამ 36 წლის ასაკში სწავლა გადაწყვიტა.

„არ ვარ მშიშარა, მაგრამ თავიდან ჩემთვისაც ძნელი იყო ამ ასაკში სწავლა. ვამბობდი, რას იფიქრებს ხალხი. თუ მოინდომებს ადამიანი, ყველაფრისთვის ნახავს დროს. ეროვნული გამოცდების წიგნები მქონდა და შეძლებისდაგვარად ვკითხულობდი, როგორც კი შევძლებდი. ბავშვებს უხაროდათ, რომ დედამ უნდა ისწავლოს და შემდეგ იმუშაოს. ჩემთან ერთად ღელავდნენ ისინიც“, - იხსენებს ბარბარე.

მრავალშვილიანმა დედამ მასალები და სახელმძღვანელოები მოიმარაგა. გამოცდებისთვის გვიან ღამით ემზადებოდა, როცა ბავშვებს ეძინათ. ბარბარემ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი გახდა. 



“პირველად ლექციაზე რომ შევედი, მეგონა სხვანაირად შემომხედავდნენ, მაგრამ ყველაფერი განსხვავებულად დამხვდა. რეაქცია არ ჰქონიათ, არავის არ გაჰკვირებია, რომ ამდენი შვილის პატრონს ამ ასაკში სწავლა მოუნდა. მომეხსნა დაძაბულობა. ახლა არ მიჭირს ჯგუფელებთან ურთიერთობა, მშვენივრად ვგრძნობ თავს“,
- ამბობს ბარბარე.

როცა ბარბარე ლექციებს ესწრება, მის ტყუპებს ძიძა უვლის. დამხმარე ქალის აყვანა სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ გადაწყვიტა. უნივერსიტეტში მანქანით ქმარს ჩამოჰყავს. ახალქალაქიდან ახალციხეში სიარული რთულია, მაგრამ მიზნის მისაღწევად სირთულეების გადალახვა უწევს. არ გამორიცხავს, რომ მისი ოჯახის შემადგენლობა კიდევ გაიზარდოს. მთავარი, რასაც შვილებს ასწავლის, განსხვავებული აზრის პატივისცემაა.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დუბაიში დღეს მასწავლებლის გლობალური დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, სადაც გამარჯვებულს გამოავლენენ. ფინალისტებს შორისაა ქართველი მასწავლებელი ლადო აფხაზავა.
დუბაიში დღეს მასწავლებლის გლობალური დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, სადაც გამარჯვებულს გამოავლენენ. ფინალისტებს შორისაა ქართველი მასწავლებელი ლადო აფხაზავა.
13:11 / 24.03.2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ახალციხეში, 38 საჯარო და კერძო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ახალციხეში, 38 საჯარო და კერძო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა.
19:01 / 20.03.2019
„ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“  (1+4 პროგრამით) მოსარგებლე პირებისათვის სტაჟირების პროგრამაზე მიღება გამოცხადდა.
„ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (1+4 პროგრამით) მოსარგებლე პირებისათვის სტაჟირების პროგრამაზე მიღება გამოცხადდა.
19:38 / 19.03.2019
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, 2019-2020 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, 2019-2020 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა.
14:00 / 19.03.2019
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE), „ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან“ (NDI) ერთად და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE), „ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან“ (NDI) ერთად და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს
13:33 / 18.03.2019
Facebook
კვირის პოპულარული
აბასთუმანში ტუბსაავადმყოფო დაიხურა
18:26 / 22.03.2019
აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს 25-ვე პაციენტი ტოვებს.
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
17:11 / 18.03.2019
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება
დოკუმენტური ფილმი
Phatman sews a blanket for a neighbor.
სრულად
19:00 / 18.01.2019
ხალხის აზრით
რამ განაპირობა ფეხბურთის გუნდის დაშლა?
10:11 / 16.03.2019
ახალციხის საფეხბურთო კლუბი 2005 წელს დაარსდა.
ახალი ამბები სომხურ ენაზე
საინფორმაციო გამოშვება
ამინდი
ახალციხე -2 - 7 °C
img
ახალქალაქი -5 - 3 °C
img
ასპინძა -3 - 6 °C
img
ადიგენი 3 - 7 °C
img
ბორჯომი -1 - 8 °C
img
თბილისი 2 - 10 °C
img
აბასთუმანი -4 - 2 °C
img
ბაკურიანი -5 - -1 °C
img
ნინოწმინდა -5 - 3 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0327
TRY
TRY
1
0.4830
USD
USD
1
2.6821
RUB
RUB
100
4.1751
კალენდარი
დონორები