განათლება
ასპინძის "ეტალონი მოსწავლე" ხიზაბავრის სკოლის მოსწავლე გახდა
ასპინძაში ინტელექტუალურ-შემეცნებით პროექტ „ეტალონის“ გამარჯვებული გამოავლინეს.
78 ქულით ტიტული სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე ირაკლი მაზმიშვილმა მოიპოვა. ის "ეტალონი - მოსწავლე 2019“-ის ფინალში, ასპინძის სახელით მიიღებს მონაწილეობას. 

მეორე ადგილი დაბა ასპინძის სკოლის მეათე კლასის მოსწავლე მარიამ დევნოსაძემ დაიკავა, მესამეზე კი სოფელ იდუმალის სკოლის მერვე კლასელი მარიამ დათუკიშვილი გავიდა. 

ასპინძის "ეტალონ მოსწავლის" სტატუსის მოსაპოვებლად, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 72 მოსწავლე იბრძოდა. 

ინტელექტ-ჩემპიონატის მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათთვის მოტივაციის მიცემაა. 



ფოტოები: ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია
| Print |