Error
განათლება
ირაკლი მერაბიშვილი ,,ახალციხის ეტალონი მოსწავლე" გახდა
,,ეტალონი 2019 სამცხე-ჯავახეთში" ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა.
პროექტში 83 მოსწავლე ახალციხის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან მონაწილოებდა.

ახალციხის ,,ეტალონი 2019" პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი მერაბიშვილი გახდა, მეორე ადგილი ამავე სკოლის მოსწავლემ - გიორგი ნადირაძემ, ხოლო მესამე ადგილი აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი ხვედელიძემ დაიკავა.



ირაკლი მერაბიშვილი მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ინტელექტუალური ჩემპიონატის ფინალში მიიღებს. დაჯილდოების ცერემონიალზე პროექტ ,,ეტალონის" ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა ,,ახალციხის ეტალონი 2018-ის" მფლობელს, ქეთევან შალუტაშვილს სიგელი გადასცა.



ეტალონი ახალციხეში ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
| Print |