განათლება
,,ადიგენის ეტალონი მოსწავლე" არლის სკოლიდან საბა ვარდიძე გახდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 68-მა მოსწავლემ, ეტალონის ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლა გამართა.

ადიგენის ,,ეტალონი“ მოსწავლის ტიტული სოფელ არალის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ საბა ვარდიძე მოიპოვა,
მეორე ადგილზე ასევე სოფელ არალის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ მათოშვილი გავიდა,
ხოლო მესამე ადგილის მფლობელი სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე სოფო ქიმაძე გახდა.


ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით გამარჯვებულ მოსწავლეს, ფულადი ჯილდო 300 ლარის ოდენობით გადაეცემა,
ხოლო მე-2 დამე-3 ადგილზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდებიან თითოეული 200 ლარის ოდენობით.



ინტელექტ- ჩემპიონატის მონაწილეები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისგან ისტორიულ - შემეცნებითი წიგნებით დაჯილდოვდნენ.

ადიგენელი მოსწავლეების მონაწილეობა ,,ეტალონში", ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა.
| Print |