განათლება
ლადო აფხაზავა საუკეთესო მასწავლებელთა ხუთეულშია
დუბაიში დღეს მასწავლებლის გლობალური დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, სადაც გამარჯვებულს გამოავლენენ. ფინალისტებს შორისაა ქართველი მასწავლებელი ლადო აფხაზავა.

გამარჯვებული პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის.

მისი გამორჩეული პროგრამაა "დემოკრატიული რევოლუცია“ , რომელიც გულისხმობს სკოლის მენეჯმენტის გარდაქმნას, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების გზით.

პროგრამა უკვე 14 სკოლაში დაინერგა. ასევე, ის 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. ის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებულია.

აღნიშნული ინფორმაციის შემდეგ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ ლადო აფხაზავა ''Global Teacher Prize'' 2019-ის ხუთეულში არ მოხვედრილა, რადგან ''Global Teacher Prize''-ს მხოლოდ ფინალური ათეული აქვს.

"სამწუხაროდ, დღეს გავრცელდა არასწორი ინფორმაცია გლობალური ჯილდოს მიმდინარეობასთან დაკავშირებით. თითქოს, გამოიკვეთა საუკეთესო ხუთეული. ეს ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება და გლობალურ ჯილდოს ასეთი ფორმატი ხუთეული საერთოდ არ გააჩნია. უახლესი და ამომწურავი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, თვალი მიადევნოთ ჩვენ გვერდს,"
- წერია განცხადებაში.
| Print |