განათლება
ბავშვის სკოლაში შეყვანის ასაკი შესაძლოა შეიცვალოს
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2022 წელს სკოლაში სწავლის დაწყების ასაკის ცვლილების საკითხს შეისწავლის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კომიტეტის სამოქმედო გეგმაშია გაწერილი.

არსებული კანონმდებლობით, პირველ კლასში დარეგისტრირება იმ ბავშვებს შეუძლიათ, რომელთა ასაკიც სწავლის დაწყების დღეს 6 წელია. აღნიშნულ კანონს დიდი ხანია აპროტესტებს მშობელთა ნაწილი. როგორც 2021 წლის ბოლოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში განაცხადა, შესაძლებელია პირველ კლასში ის მოსწავლეებიც ჩაირიცხონ, რომლებიც 6 წლის ასაკის, კალენდარული წლის ბოლომდე გახდებოდნენ. საკანონმდებლო ორგანოში გაჟღერებული ინიციატივა დღის წესრიგში დადგა და საკითხს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი შეისწავლის. 
ასევე ნახეთ: როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები?
| Print |