განათლება
ახალქალაქელი მოსწავლე ლესია უკრაინკას სახელობის პირველი სტიპენდიატი გახდა
ახალქალაქელი მოსწავლე ელიზავეტა შევჩენკო, გურული დღიურების ფონდს მიერ დაარსებული, ლესია უკრაინკას სახელობის პირველი სტიპენდიატი გახდა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ "მეცხრე არხს" განუცხადა, რომ მოსწავლე ორი კრიტერიუმით შეირჩა. 

"გუშინ გამოვაცხადეთ, რომ გვინდოდა მსგავსი ტიპის სტიპენდიის დაწესება და შეგვეხმიანა მისი მშობელი, რომელმაც მოსწავლის აკადემიური მოსწრება გაგვანდო. კიდევ რამდენიმე კანდიდატურა გვყავდა, მაგრამ ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ მისი არჩევა აკადემიური მოსწრების და მისი უკრაინული წარმომავლობის გამო", - გვითხრა გიორგი კეკელიძემ.

ელიზავეტა შევჩენკო, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ.ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეა.

გურული დღიურების ფონდს აქამდე სამი მიმართულების სტიპენდია ჰქონდა. ლესია უკრაინკას სახელობის სტიპენდია კი ახალია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს გადაეცემათ.


| Print |