განათლება
გამოცდის ორივე სესიამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა - გელა ინასარიძე

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის საგნით დაიწყო. გამოცდა ორ სესიად ჩატარდა. ახალციხის საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, ორივე სესიაზე რეგისტრირებული იყო 408 აბიტურიენტი. ტესტირებაზე დღეს ჯამში 19 აპლიკანტი არ გამოცხადდა.

აბიტურიენტებს გამოცდის დასაწერად სამი საათი აქვთ. ეროვნული გამოცდები ხვალაც ქართული ენისა და ლიტერატურის საგნით გაგრძელდება.

სამცხე-ჯავახეთის საგამოცდო ცენტრი ახალციხის პირველ საჯარო სკოლაშია მოწყობილი. 

საქართველოში სულ 22 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქვეყნის ასშტაბით,  41 000-ზე მეტი აპლიკანტია რეგისტრირებული.
| Print |