განათლება
მათემატიკის გამოცდაზე, ახალციხეში, 10 აპლიკანტი არ გამოცხადდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. აბიტურიენტებმა დღეს, პირველ და მეორე სესიაზე, დავალებები მათემატიკაში შეასრულეს.

სამცხე-ჯავახეთის საგამოცდო ცენტრში 274 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, მათგან 10 გამოცდაზე არ მივიდა. გელა ინასარიძის ინფორმაციით, გამოცდამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და გამოცდიდან აბიტურიენტის მოხსნის ან დაგვიანების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ოთხ ივლისს დაიწყო. აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ჩააბარეს.

გამოცდები 22 ივლისს, სამოქალაქო განათლების საგნით დასრულდება.

| Print |