განათლება
ვის შეუძლია "ტერიტორიულ რეზერვში" ჩარიცხვა? - პროექტის პრეზენტაცია უნივერსიტეტში

ტერიტორიული რეზერვის შექმნის შესახებ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა. სტუდენტებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ბატალიონის მეთაურმა, შტაბის უფროსმა და სეჟანტმა რეზერვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და შეკრებილების კითხვებს უპასუხეს. შეხვედრას ოთხივე ფაკულტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი დაესწრო.

ტერიტორიული რეზერვი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტია, რომელსაც ეროვნული გვარდია ახორციელებს და რომელში რეგისტრაციაც შეუძლია საქართველოს მოქალაქეს 18-დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტებს 18-დან 22 წლის ჩათვლით.

ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს გაუფორმდებათ 4 წლიანი ანაზღაურებადი კონტრაქტი. ასევე, რეზერვისტი უზრუნველყოფილი იქნება სოციალური და სამართლებრივი დაცვით. მოქალაქეები გაივლიან 36-დღიან საბრძოლო მომზადებას, რომელიც თანაბრად გადანაწილდება 12 თვეზე და რეზერვისტებს ხელი არ შეეშლებათ მათი ძირითადი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას.
| Print |