განათლება
გეოგრაფიის გამოცდაზე 12 პედაგოგი არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტებმა ტესტები ქიმიასა და სახვით ხელოვნებაში წერეს, მასწავლებლებმა კი გეოგრაფიის გამოცდა ჩააბარეს. ახალციხის საგამოცდო ცენტრის მონაცემებით, გამოცდაზე რეგიონის მასშტაბით 48 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, აქედან 4 სახვით ხელოვნებაზე, 44 კი ქიმიაზე. მათგან საგამოცდო ცენტრში ყველა მათგანი გამოცხადდა.

გეოგრაფიის გამოცდაზე 62 პედაგოგი იყო რეგისტრირებული, მათგან 12 არ გამოცხადდა. საგამოცდო ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, გამოცდიდან მოხსნის და დაგვიანების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მისაღები გამოცდები ორშაბათიდან ისტორიის საგნით გაგრძელდება. ერთიანი ეროვნული გამოცდები კი 22 ივლისს სამოქალაქო განათლების საგნით დასრულდება.
| Print |