განათლება
დღევანდელ გამოცდაზე 53 მასწავლებელი არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის დასრულდა. დღეს აბიტურიენტებმა ტესტები სამოქალაქო განათლებაში წერეს, მასწავლებლებმა კი ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ და ქართულ, როგორც მეორე ენაში, ასევე ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში.

ახალციხის საგამოცდო ცენტრის მონაცემებით, გამოცდაზე რეგიონის მასშტაბით 15 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, გამოცდაზე ყველა მათგანი გამოცხადდა. რაც შეეხება პედაგოგებს - რეგისტრირებული 344 მასწავლებლიდან საგამოცდო ცენტრში 53 არ მივიდა. საგამოცდო ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, გამოცდიდან მოხსნის და დაგვიანების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
| Print |