ახალციხეში ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძის საჯარო ლექცია ჩატარდა
16:30 / 22.07.2023
22 ივლისს, ახალციხის სამუსიკო სკოლაში, ფსიქოლოგმა და აღმოსავლეთ უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ზურაბ მხეიძემ, მომავალი პროფესიის სწორად არჩევის თავისებურებების, მეთოდების და ღირებულებების შესახებ საჯარო ლექცია გამართა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროფესორმა ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა და შესაბამისი რჩევებიც გასცა.
შეხვედრის ორგანიზატორი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაა. საჯარო ლექცია კი შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის "აირჩიე პროფესია“ - ფარგლებში გაიმართა.
პროექტი, ინტერაქციული მეთოდით, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანების საჯარო ლექციებს მოიცავს.