განათლება
USAID-ის დირექტორი ჯონ პენელი ახალციხელ მოსწავლეებს შეხვდა

USAID-ის დირექტორი ჯონ პენელი ვიზიტის მეორე დღეს, ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შეხვდა. პენელმა ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შესახებ მიიღო ინფორმაცია და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ USAID-ის დირექტორი სამცხე–ჯავახეთს პირველად სტუმრობს.
| Print |