განათლება
ახალციხეში წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვეს
დღეს, 5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ პედაგოგებთან საზეიმო შეხვედრა გამართა.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის 38 საჯარო და კერძო სკოლა „მზექა“-ს წარმატებული მასწავლებლები ესწრებოდნენ.
წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისათვის 43 მასწავლებელს, მუნიციპალიტეტის მერიისგან მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ჯილდო მიიღეს საქართველოს დამსახურებულმა მასწავლებლებმა ციალა სარიშვილმა, ბადრი კაპანაძემ და ნაზი ჯინჭველაძემ.