ახალციხის პირველი საჯარო სკოლის შენობაში სწავლა არ განახლდება
21:23 / 13.09.2016
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო
წელს სხვა სკოლებში შეხვდებიან. 943 ახალგაზრდა კვლავ ქალაქის
მესამე და მეექვსე სკოლებში გადანაწილდება. ამის მიზეზი პირველი
სკოლის შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ
სასწავლო წელს სხვა სკოლებში შეხვდებიან. 943 ახალგაზრდა კვლავ
ქალაქის მესამე და მეექვსე სკოლებში გადანაწილდება. ამის მიზეზი
პირველი სკოლის შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
სკოლაში რეაბილიტაციას შპს „ინტერპლუსი“ ახორციელებს. კომპანიის
წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ დროისათვის ძირითადი სამუშაოები
დასრულებულია. შესაღებია კედლები და იატაკი. სკოლის
რეაბილიტაცია მილენიუმის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
სამუშაოები მიმდინარე წლის 20 იანვარს დაიწყო. კომპანიას მშენებლობის
დასასრულებლად ვადა 30 სექტემბრამდე აქვს.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საკუთარ შენობაში სწავლას პირველი
საჯარო სკოლის გარდა, ვერც ვალის პირველ სკოლაში იწყებენ.
მიუხედავად ამისა, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი
აცხადებს, რომ თემისა და ქალაქის სკოლები ახალ სასწავლო წელს
მომზადებულები ხვდებიან.
პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები მესამე და მეექვსე
სკოლებში დღის მეორე ნახევარში 6 თვის განმავლობაში
სწავლობდნენ. მიუხედავად ამისა, სკოლამ წელს 107 მოსწავლით
დაკომპლექტებული 4 პირველი კლასი მიიღო. ზუსტი თარიღი, თუ როდის
დაბრუნდებიან ისინი საკუთარ შენობაში უცნობია. სკოლის
ადმიანისტრაციაში ვარაუდობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანია მიცემულ
ვადაში სამუშაოებს დაასრულებს, ახალი შენობაში სასწავლო პროცესი 1
ნოემბრიდან განახლდება.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ბექა ზედგინიძე, ნანა
ინასარიძე.
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 2:26
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -2:26
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions settings, opens captions settings dialog
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Captions Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.