განათლება
2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 23 თებერვლიდან იწყება
ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებისათვის რეგისტრაცია 23 თებერვლიდან 10:00 საათზე დაიწყება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამავე დღეს გამოქვეყნდება აბიტურიენტების ცნობარის ელექტრონული ვერსიაც.

მაია მიმინოშვილის განმარტებით, რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. აბიტურიენტს პირველ ეტაპზე უწევთ პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა, იმ გამოცდების მითითება, რომლის ჩაბარებასაც აპირებენ. მეორე ეტაპზე მათ მითითებული გამოცდების შეცვლის საშუალება ექნებათ. ხოლო მესამე ეტაპი უკვე ფაკულტეტების არჩევას გულისხმობს.

| Print |