განათლება
დანაშაულის პრევენციის მიზნით, მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. იურისტებმა ახალგაზრდებთან ერთად თემაზე "დანაშაულის პრევენცია" სხვადასხვა საკითხი განიხილეს. საუბრის ძირითადი თემა არასრულწლოვანთა დანაშაული, განრიდება, სამართლებრივი პასუხისმგებლობა, წვრილმანი ხულიგნობა და ოჯახში ძალადობა იყო. იურისტებმა მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს, რის შემდეგაც, ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაესვათ.

იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს უფროსის თქმით, მათთან 25-მდე საქმეა, რომლიც არასრულწლოვნებს შეეხება. დავით ზარიძის თქმით, ეს მაჩვენებელი მაღალია, იქიდან გამომდინარე რომ საქმეში 18 წლამდე ასაკის მოზარდები ფიგურირებენ.

შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

| Print |