განათლება
მედალოსანთა სიას, სამცხე-ჯავახეთიდან, 34 წარჩინებული დაემატა
2015–16 სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა სიაში ცვლილებები შევიდა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად, მედალოსანთა სიას 69 წარჩინებული დაემატა. სამცხე-ჯავახეთიდან სიაში დამატებით, 34 მოსწავლის სახელი და გვარი შვიდა. მათ შორის ახალციხიდან 12 ოქროს და 8 ვერცხლის მედალოსანი, ნინოწმინდიდან 7 ოქროს და ამდენივე ვერცხლის მედალოსანია.

21 თებერვალის ბრძანებას ხელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აწერს.

2015–16 სასწავლო წლის მედალოსანთა სია პირველად 2016 წლის 8 აგვისტოს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც სამცხე-ჯავახეთიდან 62 მედალოსანია. აქედან, ადიგენიდან 5 ოქროს და 6 ვერცხლის მედალოსანი, ახალქალაქიდან 2 ოქროს მედალოსანი, ახალციხიდან 5 ოქროს და 1 ვერცხლისმედალოსანი, ბორჯომიდან 11 ოქროს და ამდენივე ვერცხლისმედალოსანი, ნინოწმინდიდან 8 ოქროს და 10 ვერცხლისმედალოსანი, ასპინძიდან 3 ვერცხლისმედალოსანია.

2016 წლის 19 აგვისტოს ცვლილების მიხედვით, ერთი ოქროსმედალოსანი ასპინძიდან და სამი ვერცხლის მედალოსანი ახალციხიდან დაემატა.

კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, რომელიც 2016 წლის 11 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ახალციხიდან კიდევ 7 ოქროსმედალოსანი და 3 ვერცხლისმედალოსანი დაემატა.

მედლებით დაჯილდოების თარიღი ჯერ კიდევ უცნობია. სამინისტრომ კომპანიას, რომელსაც მედლების დამზადება დაუკვეთა, ნამუშევარი დაუწუნა. წარჩინებულ მოსწავლეთა ჯილდოებზე სხვა კომპანია იმუშავებს.
| Print |
თეგები: მედლები /