განათლება
პირველი სკოლის რეაბილიტაციის დასრულების თარიღმა კიდევ გადაიწია
პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის დასრულების თარიღი კიდევ შეიცვალა. მშენებელ კომპანიაში ამბობენ, რომ რემონტი თებერვლის ნაცვლად, აპრილის თვეში დასრულდება. პროექტის მენეჯერის თქმით, სამშენებლო სამუშაოებს ხელი დაბალმა ტემპერატურამ შეუშალა.

პროექტის მენეჯერი ირწმუნება, რომ 20–მდე მუშა, იატაკისა და კედლების შეღებვის სამუშაოებს, რამდენიმე დღეში დაიწყებს.

მანამდე კი, პირველი საჯარო სკოლა 80–მდე მოსწავლემ დატოვა. მიზეზი – სასწავლო პროცესის მოუხერხებელი გრაფიკია.

| Print |