განათლება
ჰარის სასკოლო ოლიმპიადისთვის რეგისტრაცია დაიწყო
„განათლების საერთაშორისო აკადემია IAE“ ინგლისურ ენაში ჰარის სასკოლო ოლიმპიადას იწყებს. მასში მონაწილეობა მეორედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეუძლიათ. რეგისტრაცია ვებ–გვერდზე hari.ge დაწყებულია და 22 მარტამდე გაგრძელდება.

ოლიმპიადის პირველი და მეორე ტური ახალციხის მეორე საჯარო სკოლაში გაიმართება. მესამე, ფინალური ტური კი თბილისში.

მონაწილეები ორენოვანი სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან. გამარჯვებულებს კი პრიზები გადაეცემათ.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროექტის მიზანი ახალგზარდების ჩართულობა, ცოდნის გაღრმავება და გამოცდილების მიღება.

ოლიმპიადა 25 მარტს დაიწყება.

| Print |