განათლება
შალვა კეღოშვილის წიგნის პრეზენტაცია უნივერსიტეტში
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შალვა კეღოშვილის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებას, მესხი პოეტის ოჯახის წევრები, ახლობლები, სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები ესწრებოდნენ.

შალვა კეღოშვილის შემოქმედება უნივერისტეტის თანამშრომლებმა გაიხსენეს. სტუდენტებმა კი მისი ლექსები წაიკითხეს.

წიგნი მერაბ ბერიძისა და ნატო ყრუაშვილის რედაქტორობით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოსცა.

კრებულის 20 ეგზემპლარი იურიდიული ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს გადაეცათ.

| Print |