განათლება
მოხეს სკოლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნები აქვს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს საჯარო სკოლაში, საკლასო პროექტი „ წიგნების თარო“ დასრულდა. პროექტის შედეგები მოსწავლეებმა და მასწავლებელმა შეაჯამეს. პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, სკოლის ბიბლიოთეკას სხვადასხვა ჟანრის წიგნები დაემატა. მოხეს სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები, მოსახლეობამაც შემატა.

შეიქმნა მკითხველთა კლუბი, რომლის წევრებიც ორ კვირაში ერთხელ შეიკრიბებიან და წაკითხული წიგნის შესახებ ერთმანეთს აზრს გაუზიარებენ.

პროექტის დასასრულს გადაწყდა, რომ „ყველაზე წიგნიერი კლასის“ გამოსავლენად, ყოველწლიურად კონკურსი ჩატარდება.
| Print |