განათლება
ახალციხეში მაკულატურა ახალ წიგნებში გაცვალეს
ახალციხეში მოქალაქეებმა მაკულატურა ახალ წიგნებში გადაცვალეს. აქცია ,,ალფა მარკეტის" მიმდებარე ტერიტორიაზე დილით დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.

მსურველებს შეეძლოთ, რომ ძველი წიგნების, გაზეთების, ჟურნალებისა და რვეულების სანაცვლოდ, გამომცემლობა "პალიტრა L" - ის თანამედროვე ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებები, საბავშვო ლიტერატურა და ყველაზე მოთხოვნადი წიგნები მიეღოთ.

აქციის ფარგლებში, ახალციხეში სულ 3ტონა და 300 კგ. მაკულატურა შეგროვდა.

1 კგ. ჩაბარებულ მაკულატურაზე მომხმარებელი 1 ქულას იღებდა. ყველა წიგნს მინიჭებული ჰქონდა ქულების რაოდენობა, რომელიც 4-დან 100–მდე მერყეობდა.

ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანი გარემოზე ზრუნვაა. მეორეული ქაღალდი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას.

აქცია ბორჯომში 10 მარტს გაიმართება. მაკულატურის ახალ წიგნებში გადაცვლა, რუსთაველის მოედანზე (საქართველოს ბანკთან), 11:30-დან 17:00-მდე მოხდება.

| Print |