განათლება
ეთნოსებზე და რელიგიებზე, ახალციხეში ვიქტორინა ჩატარდა
,,ეთნოსები და რელიგიები საქართველოში" – ამ სახელწოდებთ ახალციხეში სასკოლო ვიქტორინა გაიმართა. მასში მონაწილეობა 80–მდე მოსწავლემ მიიღო. 10–მა გუნდმა ახალციხიდან, ნინოწმინდიდან და ახალქალაქიდან, ეთნოსებსა და რელიგიებზე მომზადებულ კითხვებს უპასუხეს.

ვიქტორინაში ახალციხის ერთ–ერთმა გუნდმა გაიმარჯვა. ყველა მონაწილეს საჩუქრად წიგნები და სიგელები გადაეცა. გამარჯვებული გუნდის წევრები პლანშეტებით დაჯილდოვდნენ.

ვიქტორინისთვის მოსამზადებლად მონაწილეებს ოთხი თვე ჰქონდათ.

კონკურსის ორგანიზატორია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, რომელიც მსგავსი სახის შეხვედრებს, 2009 წლიდან აწყობს. თუმცა ვიქტორინა ახალციხეში პირველად ჩატარდა.

სიახლე იყო ისიც, რომ კონკურსში ნინოწმინდელი და ახალქალაქელი ახალგაზრდები პირველად ჩაერთვნენ.

| Print |