განათლება
ისტორიის გაკვეთილი ახალციხის ციხეზე
მე–9 კლასის მოსწავლეებს, გასვლითი გაკვეთილი ახალციხის ციხეზე ჩაუტარდათ. ახალგაზრდებმა მუზეუმი, ისტორიული კომპლექსი დაათვალიერეს და სკოლაში მიღებული თეორიული ცოდნა, გიდების დახმარებით განიმტკიცეს.

ღია გაკვეთილში მონაწილეობა ქალაქ ახალციხის პირველი, მეორე, მესამე საჯარო სკოლამ, კერძო სკოლა ,,მზექამ," ასევე წყალთბილისა და ფერსის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. მათი ტრანსპორტირება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.

ღია გაკვეთილს განათლების მინისტრის მოადგილე დაესწრო.

გასვლითი გაკვეთილისთვის მე–9 კლასის მოსწავლეები სპეციალურად შეირჩნენ, რადგან სკოლაში საქართველოს ისტორიას ამ კლასში გადიან.

| Print |