განათლება
300 მოსწავლე არდადეგებს ბაკურიანში ატარებს
ერთკვირიანი საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში, 300-მდე მოსწავლე, ბაკურიანში ისვენებს. შვიდი დღის განმავლობაში, ახალგაზრდები სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვნენ და სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობებით დაკავდნენ.

ბაკურიანში არდადეგებს რეგიონის მცირეკონტიგენტიანი იმ სკოლების მოსწავლეები ატარებენ. რომლებშიც მოსწავლეთა რაოდენობა 30-ს არ აღემატება.

არდადეგების პერიოდში, მოსწავლეები ერთმანეთს თხილამურებით სრიალში შეეჯიბრნენ.

| Print |