განათლება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში, აგრონომიის მიმართულება უფასო გახდა
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტთა მიღებას 1 000 ადგილზე აცხადებს. მასში შედის, როგორც ახალციხის, ასევე ახალქალაქის მესამე კორპუსის ვაკანსიებიც. აქედან 260 ადგილი სტუდენტებისთვის უფასოა.

წელს უნივერსიტეტს მეოთხე მიმართულება დაემატა, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს. ქართული ფილოლოგიის, ისტორიისა და ეკონომიკის გარდა, 2017 წლიდან სწავლება უფასო იქნება აგრონომიის მიმართულებითაც, სადაც მიღება 40 ადგილზეა გამოცხადებული.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 4 ფაკულტეტი და 22 მიმართულებაა.

უმაღლესი სასწავლებელი მიღებას აცხადებს არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზეც. მათთვის 30 ვაკანსია ახალციხეშია, ხოლო 22 ადგილი – ახალქალაქში.

ბაკალავრიატის გარდა, უნივერსიტეტმა მაგისტრატურის სტუდენტების მისაღებად, კონკურსი 90 ადგილზე გამოაცხადა.

| Print |