განათლება
ახალციხეში მეცხრეკლასელებს შორის ვიქტორინა ჩატარდა
"ჩემი საქართველო"– ასე ერქვა ვიქტორინას, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტში შემავალი სკოლების მეცხრეკლასელებს შორის გაიმართა. მასში მონაწილეობა 28 სკოლის მოსწავლემ მიიღო. მათ კითხვებზე პასუხის გაცემა ძირითადად ისტორიიდან და გეოგრაფიიდან მოუწიათ. ინტელექტუალური თამაშების გარჯვებული ჭვინთის საჯარო სკოლის მოსწავლე შოთა გელაშვილი გახდა.

ვიქტორინის პირველი ტური სკოლებში ჩატარდა. გამარჯვებული ახალგაზრდები ერთმანეთს მეორე ეტაპზე დაუპირისპირდნენ.

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები გამგეობისგან წიგნებით დაჯილდოვდნენ. გარდა ამისა, სიგელები გადაეცა ვიქტორინის ყველა მონაწილეს.

ღონისძიებას ორგანიზება ახალციხის გამგეობის კულტურის სამსახურმა გაუწია.

| Print |