განათლება
ახალციხის რაიონული პროკურორი ასპინძის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
რა არის ნარკომანია? რას იწვევს ნარკოტიკების მოხმარება? სასჯელის რა ზომები არსებობს ამგვარ დანაშაულზე? – ამ და სხვა თემებზე მიაწოდა ინფორმაცია მოსწავლეებს ახალციხის რაიონულმა პროკურორმა. შეხვედრა ასპინძის საჯარო სკოლის მეათეკლასელებთან გაიმართა. დავით ჯინჭველაძის ინფორმაციით, კვლევებით დადგენილია, რომ მსოფლიო მოსახლეობის 12 მილიონი ნარკოდამოკიდებულია.

წარდგენილ პრეზენტაციაში საუბარი იყო საქართველოს მთავარი პროკურატურისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევების შესახებაც, რომლის მიხედვით, ნარკოტიკების პირველად მოხმარების ყველზე მაღალი მაჩვენებელი 18–24 წლის ასაკში ფიქსირდება. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი ადამიანი პირველად კანაფს მოიხმარს.

ინფორმაციის მიწოდების შემდეგ მოსწავლეებსა და პროკურორს შორის დისკუსია გაიმართა. დავით ჯინჭველაძემ ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.

ახალციხის რაიონული პროკურატურა ანალოგიური სახის შეხვედრას ბორჯომის მეექვსე საჯარო სკოლაშიც გამართავს. Reklama: NOVUS NEXUS asmens duomenų apsauga BDAR

| Print |