განათლება
კოლეჯ "ოპიზარში" პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია იწყება
ახალციხის პროფესიულ კოლეჯ "ოპიზარში", საგაზაფხულო მიღების შესახებ ინფორმაცია, დაინტერესებულ პირებს ღია კარის დღეზე გააცნეს. შეხვედრას სკოლის მოსწავლეები, პოტენციური დამსაქმებლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროფესიული კოლეჯი მიღებას 10 სპეციალობაზე აცხადებს. "ოპიზარი" 175 სტუდენტის მიღებას აპირებს. საგანმანათლებლო დაწესებულებაში განმარტავენ, რომ სპეციალობები დამსაქმებლებისა და მოსახლეობის მოთხოვნის მიხედვითაა შერჩეული.

მსურველთა რეგისტრაცია 27 მარტიდან 9 აპრილამდე გაგრძელდება. აპლიკანტების გამოცდა 23 აპრილსაა ჩანიშნული.

პროფესიული კოლეჯი სკოლის მოსწავლეებისთვის მოკლევადიან გადასამზადებელ კურსებსაც ჩაატარებს. ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ, რომ საკუთარი შესაძლებლობები მათთვის სასურველ ორ სპეციალობაში გამოსცადონ.

| Print |