განათლება
ახალციხის მეექვსე სკოლის გუნდი ბრიუსელის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებს
ახალციხის სამხატვრო სკოლამ კონკურსის "მე და კონსტიტუცია"–ს მეორე ტურს უმასპინძლა. პირველ ტურში გამარჯვებული 7 სკოლის გუნდი ერთმანეთს საქართველოს კონსტიტუციის უკეთესად ცოდნაში შეეჯიბრა. ფინალურ ტურში სამცხე–ჯავახეთს ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის გუნდი "ჯეირანი" წარადგენს.

"მე და კონსტიტუცია" "დემოკრატიის ლაბორატორიის" პროექტია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსი წელს უფროსკლასელებისთვის კონტიტუციის შესწავლასა და გააზრებას ითვალისწინებს.

კონკურსის 2016 წლის გამარჯვებული, საქართველოს მასშტაბით, ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის გუნდი გახდა. შედეგად გუნდის ხელმძღვანელმა და წევრებმა ერთი კვირით რომში იმოგზაურეს.

კონკურსის ფინალი მაისის თვეში გაიმართება. ბრიუსელის საგზურის მოსაპოვებალად რეგიონებში შერჩეული გუნდები იბრძოლებენ.


| Print |