განათლება
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციის გავლა, 27 მარტიდან - 8 აპრილის ჩათვლით, პირადობის მოწმობით საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიულ კოლეჯებშია შესაძლებელი.

წელს პირველად, აპლიკანტებს საშუალება აქვთ გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებ გვერდის მეშვეობით.

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ”ოპიზარი" საგაზაფხულო მიღებას 10 სპეციალობაზე აცხადებს. საგანმანათლებლო დაწესებულება სულ 175 სტუდენტის მიღებას აპირებს.
| Print |