განათლება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა მესხური სამზარეულოს შესახებ წიგნი გამოსცა
"სამცხე–ჯავახეთის სამზარეულო" – ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. მასში რეგიონისთვის დამახასიათებელი, ტრადიციული კერძების რეცეპტები და ისტორიაა შესული.

წიგნი არტაანის მერიის პროექტის "სამცხე-ჯავახეთის და არტაანის მხარის მეგობრული ურთიერთობების" ფარგლებში შეიქმნა. მათი ინიციატივითა და დაფინანსებით "სამცხე–ჯავახეთის სამზარეულო" ქართულ და თურქულ ენებზე გამოიცა. მესხური სამზარეულოს შესახებ იგი პირველი წიგნია, რომელშიც კერძების აღწერას თან სურათებიც ახლავს.

წიგნის ავტორები არიან პროფესორები მერაბ ბერიძე და როინ ყავრელიშვილი. მუშაობის პერიოდში, რეცეპტების მოძიებაში სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთელი კოლექტივი ჩაერთო.

ახალციხემდე წიგნის პრეზენტაცია არტაანში გაიმართა.


| Print |